წყლის გაუსნებოვნების ტექნოლოგია ულტრაიისფერი სხივის გამოყენებით მდგომარეობს განსაკუთრებული ფოტოქიმიური რეაქციის მიმდინარეობაში, რომლის შედეგად, წყალში არსებული მიკროორგანიზმის უჯრედები სერიოზულად ზიანდება და ბაქტერიები იღუპება.
წყლის გაწმენდის ულტრაიისფერი მეთოდის გამოყენების უპირატესობა დიდია: ტექნოლოგიური პროცესის დროის შემცირება, კომპაქტურობა, საგემოვნო ხარისხის და ქიმიური თვისებების შენარჩუნება, ტექნოლოგიური მოწყობილობების სიმარტივე, ეკოლოგიურად მაღალი სისუფთავის პროცესი.