კოსტავას ქუჩაზე სპორტის სასახლისკენ მიმავალ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა
საქართველო, თბილისი - 2012-04-27 16:29:00
![]()
თბილისში კოსტავას ქუჩაზე, სპორტის სასახლისკენ მიმავალ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" თბილისის მერიის საგანგებო სიტუაციათა სამსახურის ხელმძღვანელმა თემურ გიორგაძემ განუცხადა.
კოსტავას ქუჩაზე "ფიატის" მარკის ავტომობილს ცეცხლი მოულოდნელად გაუჩნდა. "საბედნიეროდ არავინ დაშავებულა, ცეცხლი მალევე ჩავაქრეთ"- განაცხადა გიორგაძემ.
მისივე განმარტებით, ცეცხლის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.