„პოლონეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და უსაფრთხოების საკითხებში ქვეყნები ინტენსიურად თანამშრომლობენ. ვიზიტის მიზანია კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩვენი მხარდაჭერა საქართველოსადმი ევროატლანტიკურ სტრუქტურებში და ნატოში გაწევრიანების თაობაზე. გარდა ოფიციალური შეხვედრებისა, ვეცნობით ქვეყანაში გატარებულ რეფორმებს, რომლებიც წარმატებით ხორციელდება. ამის ნათელი მაგალითია ბათუმის იუსტიციის სახლი, სადაც მომსახურების თანამედროვე სერვისებია დანერგილი," - განაცხადა პოლონეთის ეროვნული უსაფრთხოების მდივანმა სტანისლავ კოზიეჟმა.
პოლონეთის დელეგაცია ბათუმს დღესვე დატოვებს. ვიზიტის ფარგლებში ისინი საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების მდივანს, გიგა ბოკერიასა და სხვა სახელისუფლებო სტრუქტურების წარმომადგენლებს შეხვდებიან.