AstanaFlorExpo-ში აქტიურად მონაწილეობენ ყვავილების უმსხვილესი ექსპორტიორი ქვეყნები ევროპიდან, როგორიცაა გერმანია და ჰოლანდია.
ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ექსპორტის ხელშეწყობის სამსახურის ხელმძღვანელი და ქართული კომპანიების წარმომადგენლები გამართავენ ინდივიდუალურ შეხვედრებს იმპორტიორ კომპანიებთან, აღსანიშნავია, რომ ყაზახეთის ახდენს ყვავილების 100% იმპორტს, შესაბამისად, წარმოადგენს მეტად მიმზიდველ და ახალ ბაზარს ქართული კომპანიებისთვის.
კომპანია შ.პ.ს "ვანის სათბურები" ("გრატო"), რომელიც წარმოდგენილი იქნება საქართველოს სტენდზე, მეტად წარმატებულია და დაარსებიდან მოკლე ვადაში შეძლო საქართველოში ჰოლანდიური დეკორატიული მცენარეების იმპორტის 60%-ით ჩანაცვლება. კომპანიამ ასევე მოიგო აზერბაიჯანის დედაქალაქის, ქ. ბაქოს ბულვარის განაშენიანების ტენდერი.