მარნეულში მანქანა 11 წლის მოზარდს დაეჯახა

საქართველო, თბილისი - 2012-04-26 10:16:00

მარნეულში მანქანა 11 წლის მოზარდს დაეჯახა. მძღოლმა ბავშვი ადგილობრივ საავადმყოფოში თავადვე გადაიყვანა.

მოზარდს გულმკერდის არეში მძიმე დაზიანებები აღენიშნებოდა, რის გამოც მოგვიანებით დაშავებული კატასტროფის ბრიგადამ თბილისის იაშვილის სახელობის საავადმყოფოში გადმოიყვანა.