ტურნირში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორთაბრძოლების კლუბის სპორტსმენებმაც მიიღეს მონაწილეობა (პრეზიდენტი რეზო ქელდიშვილი). აღსანიშნავია, რომ კლუბის ორმა წარმომადგენელმა - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტმა ლევან ცხადაიამ 55კგ წონით კატეგორიაში და დაცვის თანამშრომელმა გიორგი ჭილავამ 71კგ წონით კატეგორიაში გამარჯვება მოიპოვეს.
სტუ-ის ორთაბრძოლების კლუბის სპორტსმენები განაგრძობენ ვარჯიშს და სხვადასხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივი შეჯიბრებისთვის ემზდებიან.