გამოსაშვები გამოცდების პრეტესტში მონაწილე მოსწავლეები შედეგებს ახალი სისტემით შეიტყობენ

საქართველო, თბილისი - 2012-04-24 18:33:00

 გამოსაშვები გამოცდების პრეტესტში მონაწილე მოსწავლეები შედეგებს ახალი სისტემით შეიტყობენ. სისტემა გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე ( www.naec.ge) ხვალ, 25 აპრილს განთავსდება.

მონაწილეები შეიტყობენ არა მხოლოდ შეფასებას, არამედ დეტალურ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ და რა დროში დაძლიეს კონკრეტული საგნის ტესტის გარკვეული ნაწილები, რამდენ კითხვას უპასუხეს სწორად და რამდენს - ვერა.

ამ სისტემის შექმნა მოსწავლეებისა და აბიტურიენტების ინტერესებიდან გამომდინარე გადაწყდა - საქართველოს რეგიონებში და თბილისში ჩატარებულმა უამრავმა შეხვედრამ ცხადყო, რომ ასეთი სახის სისტემის შექმნა ეფექტური დახმარება იქნებოდა აბიტურიენტებისა და პედაგოგებისთვის.

აპრობაციები საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 170-მდე სკოლაში ჩატარდა. სისტემის რეალურ რეჟიმში ამოქმედება მომდევნო სასწავლო წლიდან იგეგმება.