სარემონტო სამუშაოების გამო სამგორის რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

საქართველო, თბილისი - 2012-04-23 18:39:00

ქვესადგურში "ნავთლუღი-2" სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 26 აპრილს 10 საათიდან 17 საათამდე სამგორის რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), ვარკეთილი-3 I, II, III, IIIა და IV მიკრორაიონების, ვარკეთილის ზემო პლატოს, ვარკეთილის IV მიკრორაიონის II რიგის, ვარკეთილის მასივის IX და X კვარტლების (ნაწილობრივ), ხომლელის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.

შეზღუდვა აგრეთვე შეეხება: კალაუბნის ქუჩაზე მდებარე პოლიკლინიკას, ჯავახეთის ქუჩაზე მდებარე სამხედრო ნაწილს და კაიროს ქუჩაზე მდებარე სახანძროს. დაგეგმილი შეზღუდვის შესახებ ამ ორგანიზაციებს კომპანია `თელასმა" წინასწარ უკვე აცნობა.
ხოლო 27 აპრილს 10 საათიდან 17 საათამდე ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება: ვარკეთილი-3 I, II, III, IIIა და IV მიკრორაიონების, ვარკეთილის ზემო პლატოს II მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ვარკეთილის IV მიკრორაიონის II რიგის, ვარკეთილის მასივის X კვარტლის (ნაწილობრივ), სამგორის, შანდორ პეტეფის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.

სარემონტო სამუშაოების დამთავრებისთანავე მომხმარებლებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება.