მალხაზ დადილაშვილი ორთაჭალჰესის მიმდებარე ტერიტორიიდან მდინარეში გადავარდა. სავარაუდოდ, ის ნასვამ მდგომარეობაში იყო.
ადგილზე გუშინ ღამიდან სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, ასევე, საგანგებო სიტუაციების სამსახურის რაზმი იყო მობილიზებული.
ცხედარს ექსპერტიზა უტარდება. ის პროზექტურაშია გადასვენებული.