ისრაელის საელჩო საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს

საქართველო, თბილისი - 2012-04-23 11:12:00

ისრაელის სახელმწიფოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, 1 მაისს სასტუმრო რადისონ ბლუ ივერიაში მიღება-კონცერტი გაიმართება.

კონცერტი, რომელსაც პოპულარული ისრაელური ჯგუფი, „გაია" წარმოადგენს, საღამოს 7 საათზე დაიწყება, მისი დასრულების შემდეგ კი მოეწყობა მიღება-კოკტეილი.

მოწვეულ სტუმრებს შორის არიან საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსისა და ებრაული თემის წარმომადგენლები, საზოგადო მოღვაწეები.