პატრიარქი 440 ჩვილს მონათლავს

საქართველო, თბილისი - 2012-04-22 10:01:00

დღეს, 22 აპრილს, კვირაცხოვლობას ჩვილთა საყოველთაო ნათლობა ნათლობა გაიმართება.

ჩვილთა საყოველთაო ნათლობისთვის 850 განაცხადია შესული. თუმცა დღეს პატრიარქი 22-ე ნათლობაზე 440 ჩვილს მონათლავს, სხვები კი მომავალ კვირას მოინათლებიან.

ამ დროისთვის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს 11 ათასამდე ნათლული ჰყავს. ბავშვები ჯვარდაწერილი ოჯახების მე-3 და შემდეგი შვილები არიან.

პირველი საყოველთაო ნათლობა 2008 წლის 19 იანვარს გაიმართა.