"ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ჯერ საქართველოში მოსახლეობის მეხუთედი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ არის. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ დიდ ქალაქებში ჯერ კიდევ გვაქვს 15, 20, 25%-იანი უმუშევრობა, თუმცა მთელი საქართველოს მასშტაბით შემცირდა უმუშევართა რაოდენობა, მაგრამ ერთადერთი წინსვლის გზა არის ეკონომიკის განვითარება ყველა მიმართულებით", _ განაცხადა სააკაშვილმა.