დედაქალაქის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

საქართველო, თბილისი - 2012-04-20 09:24:00

დღეს, 20 აპრილს, 10:00 საათიდან 13:00 საათამდე, სარემონტო სამუშაოს გამო, ნაძალადევის რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება თემქის დასახლების IX, X კვარტლების და XI მიკრორაიონის I კვარტლის მცხოვრებლებს.

ქვესადგურში "მცირე ნავთლუღი" სარემონტო სამუშაოს გამო, 20 აპრილს, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, ისნის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.

 შეზღუდვა შეეხება ჩოხელის, წულაძის, როსტომაშვილის, ციხისძირის, ბოგდან ხმელნიცკის და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს.

10:00 საათიდან 13:00 საათამდე ისნის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება ქეთევან წამებულის გამზირის, დუშეთის, არმაზის, არარატის, ალაზნის, იორის, გელათის და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს.

10:00 საათიდან 16:00 საათამდე, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება მთაწმინდის რაიონის ნაწილს. შეზღუდვა შეეხება ჩიტაძის, ლეონიძის, ინგოროყვას, იაშვილის და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს.  

სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.