დედაქალაქის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

საქართველო, თბილისი - 2012-04-19 17:53:00

სარემონტო სამუშაოების გამო, 20 აპრილს, 10:00 საათიდან 13:00 საათამდე, ნაძალადევის რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

შეზღუდვა შეეხება თემქის დასახლების IX, X კვარტლების და XI მიკრორაიონის I კვარტლის მცხოვრებლებს.

ქვესადგურში "მცირე ნავთლუღი" სარემონტო სამუშაოს გამო, 20 აპრილს, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, ისნის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება ჩოხელის, წულაძის, როსტომაშვილის, ციხისძირის, ბოგდან ხმელნიცკის და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს.

10:00 საათიდან 13:00 საათამდე ისნის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება ქეთევან წამებულის გამზირის, დუშეთის, არმაზის, არარატის, ალაზნის, იორის, გელათის და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს.

სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.