ღვთისმშობლის ხატიდან ჩამონადენ ნივთიერებას ექსპერტიზა ჩაუტარდება
საქართველო, თბილისი - 2012-04-19 14:29:00
![]()
საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებმა ლაგოდეხის რაიონის სოფელ მსხალგორში წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში ღვთისმშობლის ხატიდან ჩამონადენ ნივთიერებას სინჯები აუღეს.
ექსპერტიზის შედეგად უნდა დადგინდეს ხატს ნამდვილად სისხლი სდის, თუ არა.
ლაბორატორიის პასუხები სამ-ოთხ დღეში გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, ღვთისმშობლის ხატს სისხლისფერი შეფერილობის სითხე 9 აპრილიდან სდის.