ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი გორში მცხოვრები სოციალურად დაუცველ ოჯახს ესტუმრა და აღნიშნული სიახლის შესახებ თავად ესაუბრა.
,,ერთ-ერთი მთავარი მიზეზი რატომაც ამ ოჯახს მაღალი ქულა მოუვიდა არის კომპიუტერი, რომელიც ოჯახმა საჩუქრად მიიღო. ჩვენი მიდგომა არის ის, რომ თუკი სახელმწიფო ვაცხადებთ, რომ კომპიუტერი არ არის ფუფუნების საგანი ამ მრავალშვილიანი ოჯახის ბავშვებისთვის ის მომავალი განათლებისა და ჩამოყალიბების აუცილებელი ატრიბუტია. Aამიტომ კომპიუტერი აღარ უნდა იყოს ამ ქულების დეკლარაციის ნაწილი და გამოვდივარ ინიციატივით, რომ კომპიუტერი უნდა ამოვიღოთ შეფასების კრიტერიუმიდან. ასეთ შემთხვევაში ამ ოჯახს გადაამოწმებს სოციალური აგენტი და დარწმუნებული ვარ, რომ ქულა ისე დაიწევს, რომ ყველას სადაზღვევო პოლისი ექნება", _ განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა გორში სტუმრობისას.