20 აპრილს საბურთალოს რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
საქართველო, თბილისი - 2012-04-19 10:48:00
![]()
სარემონტო სამუშაოების გამო 20 აპრილს 10 საათიდან 16 საათამდე საბურთალოს რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, ბახტრიონის, კოსტავას, იყალთოს, იოსებიძის ხვიჩიას, საბურთალოს ქუჩების მაცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.