ისნის რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
საქართველო, თბილისი - 2012-04-19 10:45:00
![]()
სარემონტო სამუშაოების გამო 19 აპრილს 12 საათიდან 14 საათამდე ისნის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის და სამგორის ქუჩის მაცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.