დღეს გლდანის რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
საქართველო, თბილისი - 2012-04-19 10:44:00
![]()
სარემონტო სამუშაოების გამო 19 აპრილს 11 საათიდან 18 საათამდე გლდანის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება: გლდანის II, IV მიკრორაიონის, ტაბიძის, ქერჩის ქუჩების მაცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.