"9 აპრილის საზოგადოება" დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ გამოფენას მოაწყობს
საქართველო, თბილისი - 2012-04-19 08:35:00
![]()
დღეს, 19 აპრილს, 15:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალთან, "9 აპრილის საზოგადოება" ჟურნალისტებისთვის ღია ცის ქვეშ მოაწყობს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ხანმოკლე გამოფენას.
ნაჩვენები იქნება 1991 წლის 9 აპრილის და 2012 წლის 9 აპრილის ამსახველი უნიკალური კადრები.
ჩატარდება ბრიფინგი დევიზით - "9 აპრილის - დამოუკიდებლობის დღის შუქ ჩრდილები".