შემოსავლების სამსახური ჩეკების გათამაშებას იწყებს

საქართველო, თბილისი - 2012-04-18 10:32:00

შემოსავლების სამსახური დღეიდან ჩეკების გათამაშებას იწყებს. მთელი ქვეყნის მასშტაბით ნებისმიერი შესყიდვით მიღებული სალარო აპარატის ქვითარი გათამაშებაში ჩაერთვება.

მომხმარებლებს 10-დან 50 000 ლარამდე თანხის მოგება შეეძლებათ.

ჩეკის მფლობელს მოგების გადამოწმება ჩეკზე მითითებული უნიკალური ექვსნიშნა და რვანიშნა კოდების მიხედვით შეეძლება.