დავით ბაქრაძე საქართველოში აკრედიტებულ ელჩებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს შეხვდება

საქართველო, თბილისი - 2011-12-22 08:00:00

დღეს, 22 დეკემბერს, 14:00 საათზე, პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე საქართველოში აკრედიტებულ ელჩებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს შეხვდება.

როგორც პარლამენტის პრესსამსახურში აცხადებენ, ბაქრაძე შეხვედრაზე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს "საარჩევნო კოდექსში" შესატან ცვლილებებს გააცნობს.