ხვალ სახალხო დღესასწაული "ქედელობა" გაიმართება
საქართველო, თბილისი - 2011-11-11 20:16:00
![]()
12 ნოემბერს ქედაში ტრადიციული დღესასწაული "ქედელობა" აღინიშნება. დღესასწაულში მონაწილეობას ქდელებისა და აჭარის მოსახლეობის გარდა სხვადასხვა რაიონიდან ჩასული ტურისტებიც მიიღებენ.
აღსანიშნავია, რომ სახალხო დღესასწაული საფუძველს იღებს გასული საუკუნის 30-იანი წლებიდან, 2006 წლიდან მივიწყებული ტრადიცია აღდგა და მას შემდეგ ყოველი წელის შემოდგომაზე აღინიშნება. "ქედელობაზე" მისულ სტუმრებს ადგილობრივი წარმოების ტკბილეულითა და ღვინით გაუმასპინძლდებიან.