გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების მორიგი პაკეტი გადასცა

საქართველო, თბილისი - 2024-12-23 18:36:00

გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების მორიგი პაკეტი გადასცა. ინფორმაციას  უკრაინული მედია გერმანიის მთავრობის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

პაკეტი მოიცავს Leopard 1 A5-ის 15 ტანკს, IRIS-T-სა საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებს, Patriot-ის გამშვებ დანადგარებს.

პაკეტში ასევე შედის Gepard-ის ორი თვითმავალი საზენიტო დანადგარი, ათობით ჯავშანმანქანა, რადარები, მართვადი რაკეტები, ყუმბარმტყორცნები, 52 ათასი 155-მილიომეტრიანი ჭურვი, შაშხანები და სხვა საბრძოლო მასალა და სამხედრო ტექნიკა, გენერატორები, კარვები, განაღმვით აღჭურვილობა და სხვა მასალები.