ჩემი მოწოდებაა ეუთო/ოდირის დასკვნაში მოცემული რეკომენდაციები სრულად შესრულდეს - ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი

საქართველო, თბილისი - 2024-12-23 17:35:00

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პია კაუმა საქართველოში საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო-ს ანგარიშის რეკომენდაციების სრულად შესრულების მოწოდებით გამოდის.

ამის შესახებ პია კაუმამ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა და ეუთო-ს მიერ გასული კვირის ბოლოს გამოქვეყნებული საბოლოო ანგარიში გააზიარა.

„იხილეთ ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიში საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით. როგორც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, მე მოვუწოდებ ამ ანგარიშში შემავალი რეკომენდაციების სრულად შესრულებისკენ“, – წერს პია კაუმა.