პარტიები დღეს უკრაინის მხარდამჭერ პეტიციას მოაწერენ ხელს

საქართველო, თბილისი - 2022-01-28 10:14:00

დღეს,  15:00 საათზე, პარლამენტის წინ, საქართველოს მოქალაქეები, პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, ხელს მოაწერენ უკრაინის მხარდამჭერ პეტიციას. 

ხელმომწერები: პარტია "დროა", პარტია "ლელო საქართველოსთვის", პარტია "გირჩი - მეტი თავისუფლება", "საქართველოს რესპუბლიკური პარტია", პარტია "სტრატეგია აღმაშენებელი", მოძრაობა "სირცხვილია", არასამთავრობო ორგანიზაცია "დემოკრატიის მცველები".