საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპარლამენტის პრეზიდენტის, დევიდ სასოლის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვმს.
მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ აღნიშნავს, რომ დევიდ სასოლი ნამდვილი, ერთგული ევროპელი და საქართველოს დიდი მეგობარი იყო.
„მწუხარებას გამოვთქვამ ნამდვილი, ერთგული ევროპელის და საქართველოს დიდი მეგობრის - ევროპარლამენტის პრეზიდენტის, დევიდ სასოლის გარდაცვალების გამო. გულწრფელად ვუსამძიმრებ დევიდ სასოლის ოჯახს და ახლობლებს“,- წერს ირაკლი ღარიბაშვილი.
Saddened by the news this morning about the passing of a true, dedicated European & a great friend of 🇬🇪 @EP_President David Sassoli. My heartfelt condolences to the family and loved ones.
— Irakli Garibashvili (@GharibashviliGe) January 11, 2022