მსახიობი სტივენ სიგალი პროკრემლისტურ პარტიაში გაწევრიანდა

საქართველო, თბილისი - 2021-05-30 21:10:00

ჰოლივუდის მსახიობი სტივენ სიგალი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმურ პუტინის დიდი ხნის თაყვანისმცემელია, კრემლის მომხრე პარტიაში გაწევრიანდა.

სიგალმა უკვე მიიღო პარტია "სამართლიანი რუსეთი - პატრიოტები სიმართლისთვის" წევრობის ბარათი.

მსახიობმა პარტიის ყრილობაზე თანაპარტიელებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და გარემოზე ზემოქმედებისთვის ბიზნესის სანქცირების ინიციატივითაც გამოვიდა.

68 წლის მსახიობს რუსეთის პრეზიდენტმა მოქალაქეობა 2016 წელს მიანიჭა.