Air France-მა და Finnair-მა ბელარუსის საჰაერო სივრცეში ფრენები შეაჩერეს

საქართველო, თბილისი - 2021-05-25 11:33:00

ფრანგულმა ავიაკომპანია Air France-მა და ფინურმა ავიაკომპანია Finnair-მა ბელარუსის საჰაერო სივრცეში ფრენები შეაჩერეს.

24 მაისს ევროკავშირის ლიდერებმა სამიტზე ერთობლივი განცხადება მიიღეს, სადაც ევროპულ ავიაგადამზიდავებს მოუწოდეს, თავი შეიკავონ ბელარუსის საჰაერო სივრცეში ფრენისგან, მინსკში Ryanair-ის თვითმფრინავის ინციდენტის გამო. 

ამასთან, ევროპულმა საბჭომ მოუწოდა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო სააგენტოს, გამოიძიოს ინციდენტი.

მანამდე, ბელარუსის საჰაერო სივრცეში ფრენები შეაჩერეს Lufthansa-მ, KLM-მა, Air Baltic-მა, უკრაინის ავიახაზებმა. 

ავიაკომპანიების გადაწყვეტილება უკავშირდება Ryanair-ის თვითმფრინავის ინცინდენტს, რომელიც ათენიდან ვილნიუსში მიფრინავდა და ბელარუსის დიქტატორულმა რეჟიმმა იძულებით დასვა მინსკის აეროპორტში ოპოზიციონერი ჟურნალისტის, Nexta-ის ყოფილი რედაქტორის რომან პრატასევიჩის დაკავების მიზნით.

ბელარუსის სახელისუფლებო მედიის ცნობით, თვითმფრინავი მინსკში ბორტზე არსებული ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ შესული ინფორმაციის საფუძველზე დასვეს. ჩხრეკის შედეგად, ბორტზე არავითარი ასაფეთქებელი ნივთიერება აღმოუჩენიათ.