ისრაელი მზადაა, "ჰამასის" წინააღმდეგ ცეცხლი შეწყვიტოს

საქართველო, თბილისი - 2021-05-21 00:02:00

ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა მხარი დაუჭირა ცეცხლის შეწყვეტას მოძრაობა "ჰამასის" წინააღმდეგ. ინფორმაციას ადგილბრივი მედია ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, უსაფრთხოების კაბინეტის შეკრება, სადაც ცეცხლის შეწყვეტას განიხილავდნენ, 3 საათს გაგრძელდა.

უსაფრთხოების კაბინეტის გადაწყვეტილებით, ცეცხლს ცალმხრივად ადგილობრივი დროით 02:00 საათზე შეწყვეტენ.

მანამდე იუწყებოდნენ, რომ "ჰამასის" მეთაურებმაც თანხმობა განაცხადეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.

ისრაელისა და ღაზას სექტორის საზღვარზე ვითარება 10 მაისს დაიძაბა. ესკალაციის განახლებიდან ისრაელის ტერიტორიაზე ღაზის სექტორიდან გაშვებულია 4 ათასამდე რაკეტა. მათი უმეტესობა ისრაელის თავდაცვის სისტემა „რკინის გუმბათმა“ გაანეიტრალა. ბოლო ინფორმაციით, ღაზაში დაიღუპა 220 ადამიანი, ისრაელში კი ღაზას სექტორიდან ნასროლ რაკეტებს 12 ადამიანი ემსხვერპლა.