საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და პრემიერ მინისტრმა ჟან კასტეკსმა კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული სხვადასხვა შეზღუდვის მოხსნა ელისეის სასახლესთან მდებარე ერთ-ერთი კაფეს ტერასაზე ყავით აღნიშნეს.
"ჩვენ აქ ვართ! ტერასები, მუზეუმები, კონოთეატრები, თეატრები... მოდით დავაბრუნოთ ის, რაც ჩვენი ცხოვრების წესს შეადგენს", - დაწერა მაკრონმა მიკრობლოგ "ტვიტერზე". მან ასევე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც მაკრონი კასტეკსთან ერთად ტერასაზე იმყოფება.
ვიდეოში, ჩანს,რომ პრეზიდენტმა და პრემიერმა თითი ფინჯანი ყავა შეუკვეთეს.
Nous y sommes !
— Emmanuel Macron (@EmmanuelMacron) May 19, 2021
Terrasses, musées, cinémas, théâtres… Retrouvons ce qui fait notre art de vivre. Dans le respect des gestes barrières. pic.twitter.com/UXfOKur9D0
დღეიდან, 19 მაისიდან, საფრანგეთში შეზღუდვების მოხსნის მეორე ეტაპი დაიწყო. კერძოდ, კომენდანტის საათმა 19.00-დან 21.00-მდე გადაიწია. რესტორნებსა და კაფეებს უფლება აქვთ მომხმარებლებს ტერასებზე უმასპინძლონ. თუმცა მაგიდის გარშემო 6 კაცზე მეტის დაჯდომა აკრძალულია. მეორე ეტაპზე ასევე გაიხსნა მაღაზიები, მუზეუმები, ღირშესანიშნაობები, კონოთეატრები და თეატრები.
9 ივნისიდან ამოქმედდება შეზღუდვების მოხსნის მესამე ეტაპი. კომენდანტის საათი 23.00-დან დაიწყება. რესტორნები და კაფეები მომხმარებლების მიღებას ტერასების გარდა შიდა სივრცეებშიც შეძლებენ. ამუშავდება სპორტული დარბაზებიც. მოსალოდნელია რომ საფრანგეთში უცხოელ ტურისტებსაც მიიღებენ.
შემდეგი ეტაპი კი 30 ივნისისთვისაა დაგეგმილი.