ლიბანიდან ისრაელს რაკეტები ესროლეს, ისრაელმა ავიადარტყმებით უპასუხა

საქართველო, თბილისი - 2021-05-19 18:45:00

ლიბანიდან ისრაელის ტერიტორიაზე ოთხი რაკეტა ისროლეს. ისრაელის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლის განცხადებით, ერთი რაკეტა გაანეიტრალეს, ერთი ჭურვი ღია ადგილზე ჩავარდა, ორი კი - ზღვაში. ისრაელის ანტისაჰაერო თავდაცვის ძალებმა ლიბანს საჰაერო დარტყმებით უპასუხეს.

ამასთან, ლიბანის მხარის განცხადებით, საარტილერიო ცეცხლის ქვეშ მოექცა ლიბანის სამხრეთით მდებარე დასახლებები.