საქართველოში ამ დროისათვის სრულად COVID-ვაქცინირებულია 15 077 ადამიანი

საქართველო, თბილისი - 2021-05-18 12:11:00

საქართველოში ამ დროისათვის სრულად COVID-ვაქცინირებულია 15 077 ადამიანი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 18 მაისის მონაცემებით ჯამურად ჩატარდა 93 305 აცრა.

სრულად ვაქცინირებულია 15 077 ადამიანი.

აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522.