საგამოძიებო სამსახურის უფროსი თანამშრომლებთან ერთად covid-19 ის საქინააღმდეგო ვაქცინით აიცრა

საქართველო, თბილისი - 2021-05-17 18:21:00

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი სოსო რამიშვილი, აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში თანამშრომლებთან ერთად COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. 

"უწყებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თანამშრომელთა ჯანმრთელობის მაქსიმალური დაცულობის უზრუნველყოფა. შესაბამისად, საგამოძიებო სამსახურის პირადი შემადგენლობა ვაქცინაციას საქართველოს სხვადასხვა პუნქტებშიც გაივლიან", ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.