ქორწილი, ქელეხი, ბანკეტი და სხვადასხვა სახის იუბილე კვლავ აკრძალულია

საქართველო, თბილისი - 2021-05-17 14:21:00

ქორწილის, ქელეხის, ბანკეტისა და სხვა სახის იუბილის აღნიშვნა, კვლავ აკრძალულია, - განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ.

მისი თქმით, დღეიდან გადაადგილების შეზღუდვის ვადამ 21:00 საათიდან 23:00 საათამდე გადაიწია. ასევე შემსუბუქდა კვების ობიექტებისთვის რეგულაცია. რესტორნებსა და კაფე-ბარებს შესაძლებლობა ექნებათ, სტუმრები შაბათ-კვირას მხოლოდ ღია სივრცეში მიიღონ, თუმცა რეგულაციების სრული დაცვით.

"კვლავ ძალაშია შეზღუდვა ისეთი სოციალური ღონისძიებების გამართვასთან დაკავშირებით, როგორიცაა, ქორწილი, ქელეხი, ბანკეტი და სხვადასხვა სახის იუბილე", - განაცხადა  გიორგი ღიბრაძემ.