ინგლისში საყოველთაო შეზღუდვების გამარტივება გრძელდება

საქართველო, თბილისი - 2021-05-17 14:00:00

ინგლისში საყოველთაო შეზღუდვების (ე. წ. „ლოქდაუნი“) გამარტივება გრძელდება, რომელიც ბრიტანეთის მთავრობის მიერ მომზადებული გზამკვლევის შესაბამისად ხორციელდება, კერძოდ:

✅ დღეიდან, 17 მაისიდან:

➡️ გაუქმდება ღია სივრცეში შეხვედრის მიმართ შეზღუდვების უმრავლესობა, თუმცა ძალაში დარჩება არაუმეტეს 30 პირის შეკრების აკრძალვა;

➡️ გაიხსნება ბიზნესების უმრავლესობა სტუმართმოყვარეობის დაწესებულებებს შეეძლებათ კლიენტების მიღება დახურულ სივრცეშიც, თუმცა მხოლოდ მაგიდის მომსახურებით;

➡️ გაიხსნება ყველა სახის დახურული გასართობის დაწესებულება, როგორიცაა მაგალითად კინოთეატრები და ბავშვების სათამაშო ცენტრები, სასტუმროებისა და ჰოსტელების ჩათვლით, ასევე დახურული სპორტული და სავარჯიშო სივრცეები.

📍”ლოქდაუნიდან“ გამოსვლის ზემოაღწერილი პროცესი განხორციელდება მთელი ინგლისის მასშტაბით ერთდროულად. შოტლანდია, უელსი და ჩრდილოეთ ირლანდია თავიანთ გზამკვლევებს დამოუკიდებლად წარადგენენ.