დმანისში დაპირისპირებაში მონაწილეები ინციდენტის დროს დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ

საქართველო, თბილისი - 2021-05-17 12:53:00

დმანისში, დაპირისპირებაში მონაწილე ადგილობრივი მოსახლეობის გარკვეული ჯგუფი პოლიციის შენობასთან მივიდა. ისინი ინციდენტის დროს დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ.

არსებული ინფორმაციით, დმანისში დაპირისპირების შედეგად დაშავებულია 5-მდე პირი, რომელთა შორის ერთი სამართალდამცავია.