ბაღდათსა და ცაგერში სასარგებლო წიაღისეულის (ქვიშა-ხრეში) მოპოვების ფაქტები გამოვლინდა

საქართველო, თბილისი - 2021-05-17 10:12:00

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სასარგებლო წიაღისეულის (ქვიშა-ხრეში) მოპოვების 2 ფაქტი გამოავლინეს.

➡ბაღდათისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში, მოქალაქეებმა, ჯამში დაახლოებით 50 კუბური მეტრი ქვიშა-ხრეში სპეციალური ტექნიკით (ესკავატორით) უკანონოდ და ლიცენზიის კონტურსგარეთ მოიპოვეს. ერთ-ერთმა სამართალდამრღვევმა, უკანონოდ მოპოვებული წიაღისეულის უკანონო ტრანსპორტირებაც მოახდინა.

❗დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სპეციალური ტექნიკა და სატვირთო ავტომანქანა დალუქეს, სამართალდამრღვევების მიმართ კი, ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ ოქმები შეადგინეს.