17 მაისს დღის მეორე ნახევრიდან საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი

საქართველო, თბილისი - 2021-05-16 20:32:00

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 მაისს დღის მეორე ნახევრიდან 19 მაისის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.