ახმეტის სოფელ საკობიანოში ავტომობილი არხში გადავარდა - არის მსხვერპლი

საქართველო, თბილისი - 2021-05-15 19:10:00

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ საკობიანოში ავტომობილი ალაზნის არხში გადავარდა.

გავრცელებული ინფორმაციით, "ტოიოტას" მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა. შემთხვევის დროს მანქანაში სამი ადამიანი იმყოფებოდა, 6 წლის ბავშვმა და მძღოლმა წყლიდან ამოსვლა შეძლეს, 65 წლამდე ქალი კი დაიხრჩო.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახური და პოლიცია.