თბილისში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

საქართველო, თბილისი - 2021-05-15 19:06:00

თბილისში, აღმაშენებლის ხეივანზე, ქუჩაში 65 წლამდე კაცის ცხედარი იპოვეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცის ცხედარს მოქალაქეებმა მაშინ მიაგნეს, როდესაც ბალახს თიბავდნენ. გარდაცვლილის ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისიხლისსამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.