ღაზაში ისრაელის ავიაიერიშის შედეგად დაინგრა შენობა, სადაც განთავსებული იყო საერთაშორისო მედიის ოფისები

საქართველო, თბილისი - 2021-05-15 17:49:00

ღაზაში ისრაელის ავიაიერიშის შედეგად 15-სართულიანი შენობა დაინგრა, სადაც განთავსებული იყო საერთაშორისო მედიის ოფისები.

მანამადე, ისრაელმა გააფრთხილა, რომ უახლოეს საათებში მისი თავდაცვის ძალები დაარტყამდნენ შენობას, სადაც განლაგებულია ტელეარხ Al-Jazeera-ს, სააგენტო Associated Press-სა და სხვა საერთაშორისო მედიასაშუალებების ოფისები.

Al-Jazeera-ს და Associated Press-ის ინფორმაციით, გაფრთხილების მიღების შემდეგ თანამშრომლებმა და სახლში მცხოვრებმა მოქალაქეებმა შენობა დაუყოვნებლივ დატოვეს.