გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, ბათუმის მიმართულებით დამატებითი რეისი დაინიშნა

საქართველო, თბილისი - 2021-05-15 13:18:00

გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა 16 მაისს ბათუმის მიმართულებით დამატებით რეისს ნიშნავს.  

საქართველოს რკინიგზამ სოციალურ ქსელში მატარებლების მოძრაობის განრიგი გამოაქვეყნა.  

კომპანიის ინფორმაციით, ბილეთები უკვე გაყიდვაშია.