საქართველოში კორონავირუსით კიდევ 29 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 2021-05-15 11:06:00

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 29 პაციენტი გარდაიცვალა.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 426 პირი ემსხვერპლა.

ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 576 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  329 407-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 584  პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 307 918-მდე.