გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 5 ფაქტი გამოავლინეს

საქართველო, თბილისი - 2021-05-14 16:32:00

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 5 ფაქტი გამოავლინეს.

➡ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლებში შეჩერებული ავტომანქანების ძარაზე, ჯამში 122 ერთეული სხვადასხვა სიგრძის წიწვოვანი სახეობის დაუფირნიშებელი მორი იყო განთავსებული.

❗ შედგა შესაბამისი ოქმები, ავტომანქანები დაილუქა.

✅ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის 01 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 210 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 12 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.