გაეროს უშიშროების საბჭო 16 მაისს განიხილავს ისრაელსა და ღაზის სექტორზე არსებულ ვითარებას

საქართველო, თბილისი - 2021-05-14 09:26:00

გაეროს უშიშროების საბჭო 16 მაისს განიხილავს ისრაელსა და ღაზის სექტორზე არსებულ ვითარებას. ამის შესახებ  გაეროში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა ლინდა თომას-გრინფილდმა განაცხადა.

"გაეროს უშიშროების საბჭო შეიკრიბება, რათა განიხილოს ისრაელსა და ღაზაში შექმნილი ვითარება. აშშ გააგრძელებს დიპლომატიურ ჩართულობას დაძაბულობის დეესკალაციისთვის", - წერს ელჩი გრინფილდი სოციალურ ქსელში.

უშიშროების საბჭოს სიტყვით მიმართავს გაეროს სპეციალური კოორდინატორი ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესებში ტორ ვენესლანდი.

16 მაისს ჩანიშნული შეხვედრა რიგით მესამე იქნება, რომელსაც გაერო-ს უშიშროების საბჭო ამ საკითხზე გამართავს. ეს სხდომა წინა ორი სხდომისგან განსხვავებით ღია იქნება. მანამდე გამართულ სხდომებზე უშიშროების საბჭოს წევრები ვერ შეთანხმდნენ ერთობლივი განცხადების მიღებაზე.