გურიაში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს

საქართველო, თბილისი - 2021-05-13 09:36:00

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა გურიაში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს.

➡ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში, მოქალაქემ, თვითმმართველობის ტერიტორიაზე, უკანონოდ მოჭრა ორი ერთეული კრიპტომერიის სახეობის ხე-მცენარე.

❗გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, აღნიშნულ სამართალდარღვევაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი შეადგინეს.

❗❗მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის სასამართლოში გადაიგზავნა.

✅გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის 01 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 210 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 12 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.