ქვემო ქართლში ხე-ტყის უკანონო ჭრისა და ტრანსპორტირების 4 ფაქტი გამოავლინეს

საქართველო, თბილისი - 2021-05-12 15:14:00

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ჭრისა და ტრანსპორტირების 4 ფაქტი გამოავლინეს.

➡წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ დარაკოვისა და დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ლოქჭანდარის მიმდებარედ, მოქალაქეები შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე ახდენდნენ 5 მ³ წიფლისა და 7 მ³ რცხილას სახეობის საშეშე მერქნის ტრანსპორტირებას.

➡თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გოლთეთის მიმდებარედ კი, გადამოწმების მიზნით შეჩერებული ორი ავტომანქანის ძარაზე განთავსებული 2.1 მ³ წიფლისა და 5 მ³ ფოთლოვანი სახეობის საშეშე მერქნიდან, მძღოლებმა მხოლოდ ხე-ტყის ნაწილზე წარმოადგინეს კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტები.

❗ავტომანქანები დაილუქა. სამართალდამრღვევების მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები და შესაბამისი აქტი. მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებს გადაეგზავნა.

✅გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის 01 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 210 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 12 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.