ბათუმში, ინასარიძის ქუჩაზე ხანძარი იყო

საქართველო, თბილისი - 2021-05-11 14:38:00

ბათუმში, ინასარიძის ქუჩაზე მრავალსართულიან კორპუსში დაკვამლიანება იყო. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ცეცხლი ერთ-ერთი საცხოვრებელი ბინის აივანზე გაჩნდა. შემთხვევის ადგილას სახანძრო-სამაშველო სამსახურის ორი ბრიგადა იმყოფებოდა. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, ამ ეტაპზე ხანძარი ლიკვიდირებულია.