ყაზანის ერთ-ერთ სკოლაში სროლას 7 ბავშვი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 2021-05-11 13:13:00

რუსეთის ქალაქ ყაზანის სკოლაში მომხდარ სროლას 7 ადამიანი ემსხვერპლა, 16 კი დაიჭრა. ყველა გარდაცვლილი სკოლის მოსწავლეა. დაჭრილები საავადმყოფოებში არიან გადაყვანილნი. ინფორმაციას ადასტურებს თათრეთის პრეზიდენტი რუსტამ მინიხანოვი.

მისი თქმით, დაღუპულები მერვე კლასის მოსწავლეები არიან - ოთხი ბიჭი და სამი გოგონა.

თავდამსხმელი დაკავებულია.

რუსეთის შს სამინისტროს განცხადებით, ყაზანში მოქმედებს ანტიტერორისტული ოპერაციის რეჟიმი.